1. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები სწავლობენ და ეცნობიან იმ ზიანს, რომელიც მოაქვს სხვადასხვა მავნე ჩვევებს.
2. პროექტის აქტუალობა: პროექტის თემა აქტუალურია სწორედ ამ ასაკში.
3. პროექტის მიზნები: მოსწავლეებში კვლეა-ძიებისა და ინტერნეტის მოხმარების უნარების ჩამოყალიბება, სამეტყველო ლექსიკის გამდიდრება, მავნე ჩვევების მიერ მიყენებული ზიანის გაცნობა, იმ მაგალითების გაანალიზება , რომლებთაც ისინი ხედავენ რეალურ ცხოვრებაში, თანამშრომლობისა და თვითშეფასების უნარების განვითარება.
4. მოსწავლეების ასაკი: 15-16 წელი.
5. ვადები: 2 კვირა.
6. მოსალოდნელი შედეგები: ამ თემისათვის შესაფერისი ლექსიკით გამდიდრება და ათვისება, სხვისი მაგალითით და მსჯელობით დასკვნის გამოტანა, კომუნიკაციური უნარის განვითარება, პრეზენტაციისა და პლაკატების მომზადება მოცემულ თემაზე.
7. რესურსები: სახელმძღვანელოები, ჟურნალები, ინტერნეტი.
8. აქტივობები: დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, ინტერნეტში მუშაობა, პრეზენტაციისა და პლაკატების მომზადება, ვიდეომასალის მოძიება.
9. საგნებთან კავშირი: რუსული ენა და ბიოლოგია.
10. პროექტის ხელმძღვანელი: ნ. ყუბანეიშვილი.
11. ელ- ფოსტა: ninoqubaneishvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий