понедельник, 13 марта 2017 г.

ინტელის პროექტი

როგორ ვიცნობთ პუშკინის შემოქმედებას

კურსის რეფლექსია

ტრენერის დახმარებით ბევრი გამოსაყენებელი აქტივობები ვისწავლე.  ყოველი დღე შინაარსიანი და დატვირთული იყო.
          გავეცანით  ძირითადი პროექტის მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს, პროექტის გეგმის შაბლონს, ვისწავლე ბუკლეტის შაბლონის, გაზეთის შაბლონის გაფორმება,  განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა.
            გავეცანი სასწავლო  ღონისძიებებს, მათ ეფექტურად დაგეგმვას, პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს, შევქმენით ბროშურის ნიმუში, განვიხილეთ ვებ-გვერდის ჩანიშვნის წესები.
          განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, ამოვიწერეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. ეროვნული სასწავლო  გეგმიდან (21- საუკუნის უნარები) ამოვწერეთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას. დავისახეთ პროექტის სასწავლო მიზნები.
შევავსეთ გეგმის შაბლონი,აგრეთვე გავეცანით შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
გავეცანით პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას,ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროექტში ინტეგრირება.
           შევქმენით სასწავლოპროექტის პრეზენტაცია, განვიხილეთ საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ  web2 ტექნოლოგიებზე,ვისწავლე კითხვარის შედგენა,პასუხების გაზიარება,პასუხების დათვალიერება.
          დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ვისწავლეთ ინტერნეტიდან ბლოგზე სურათების და ინფორმაციის გადმოტანა. დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ვისწავლეთ სქემების სასურველი თემისთვის მორგების სტრატეგია.
          გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების ტიპებს.

  ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგზე შექმნილი      პორტფოლიო

понедельник, 16 июля 2012 г.

პროექტის დასახელება:თავისუფლება და დამოკიდებულება.

1. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები სწავლობენ და ეცნობიან იმ ზიანს, რომელიც მოაქვს სხვადასხვა მავნე ჩვევებს.

2. პროექტის აქტუალობა: პროექტის თემა აქტუალურია სწორედ ამ ასაკში.

3. პროექტის მიზნები: მოსწავლეებში კვლეა-ძიებისა და ინტერნეტის მოხმარების უნარების ჩამოყალიბება,  სამეტყველო ლექსიკის გამდიდრება,  მავნე ჩვევების მიერ მიყენებული  ზიანის გაცნობა, იმ მაგალითების გაანალიზება ,  რომლებთაც ისინი ხედავენ რეალურ ცხოვრებაში,  თანამშრომლობისა და თვითშეფასების უნარების განვითარება.

4. მოსწავლეების ასაკი: 15-16 წელი. 

5. ვადები: 2 კვირა.

6. მოსალოდნელი შედეგები: ამ თემისათვის შესაფერისი ლექსიკით გამდიდრება და ათვისება, სხვისი მაგალითით და მსჯელობით დასკვნის გამოტანა, კომუნიკაციური უნარის განვითარება, პრეზენტაციისა და პლაკატების მომზადება მოცემულ თემაზე.

7. რესურსები: სახელმძღვანელოები,  ჟურნალები, ინტერნეტი.

8. აქტივობები: დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, ინტერნეტში მუშაობა, პრეზენტაციისა და პლაკატების მომზადება, ვიდეომასალის მოძიება.

9. საგნებთან  კავშირი: რუსული ენა და ბიოლოგია.

10. პროექტის ხელმძღვანელი: ნ. ყუბანეიშვილი.

11. ელ- ფოსტა: ninoqubaneishvili@gmail.com

среда, 11 июля 2012 г.

ninikos blogi

me magari gogo var! ვმუშეობ #3საჯარო სკოლაში, ვასწავლი რუსულ ენას აგერ უკვე 30 წელია! მყავს უმაგრესი სადამრიგებლო! ამდენი ლამაზი დაჭკვიანი ბავშვები ერთად
 მყავს თავმოყრილი! ძაან მიხარია მაგათი დამრიგებელი რომ ვარ და მინდა, რომ მათ ეს იცოდნენ!!! ყოველ დილით მიხარია მათი დანახვა!!!